თქვენს ბრაუზერს არ აქვს ჯავა-სკრიპტის მხარდაჭერა! გთხოვთ ჩართოთ

დაცვის თანამშრომელი

მთავარი > მომსახურების სფერო

დაცვის თანამშრომელი ში თბილისი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

 

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

 

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.; 

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დაცვის სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;
  • რუსული და ინგლისური ენის  სალაპარაკო დონეზე ფლობა;
  • სასურველია ტექნიკური განათლება;


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებებს

შეთანხმებით



Domino DIY Hypermarket

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მა...