თქვენს ბრაუზერს არ აქვს ჯავა-სკრიპტის მხარდაჭერა! გთხოვთ ჩართოთ

დირექტორის მოადგილე

მთავარი > სხვა

დირექტორის მოადგილე ში თბილისი

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ფინანსური მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.
ანაზღაურება: 1500-დან - 2500 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური რესურსების ოპტიმალურად გამოყენება;
** კომპანიის საბრუნავი საშუალებების კონტროლი;
** სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
** კრედიტორების კონტროლი;
** ხარჯების კონტროლი;
** წარმოების კონტროლი რეალიზაციის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების ჯგუფის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით მოითხოვება MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კომპანიას აქვს როგორც წარმოება, ასევე დისტრიბუცია.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ელ-ფოსტაზე cotnelaba@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

1500-2500



სანდომი