თქვენს ბრაუზერს არ აქვს ჯავა-სკრიპტის მხარდაჭერა! გთხოვთ ჩართოთ

იურისტი

მთავარი > იურიდიული

იურისტი ში თბილისი

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი
  • ვაკანსიები
  • გაზიარება

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას იურიდიული ჯგუფის იურისტის პოზიციაზე, თბილისში.

 

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ  ქალაქში 9 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მისოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • მისოს შიდა სამართლებრივი აქტების (სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, წესდება, შინაგანაწესი, ინსტრუქციები, დებულებები, პოლიტიკები, გენერრალური დირექტორის ბრძანებები, დირექტორატის დადგენილებები, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა კების ოქმები და სხვა) პროექტების მომზადება ან/და სხვა ერთეულების მიერ მომზადებული აქტების პროექტების  სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • მისოს საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის, მათ შორის სხვა პირებთან დასადები ხელშეკრულებებისა და შიდა სამსახურებრივი აქტების  პროექტების შემუშავება ან/და მათი სამართლებრივი ანალიზი;
  • მისოს ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების (სესხის, იპოთეკის, გირავნობის ან  სხვა სახის მომსახურების) პროექტების შემუშავება;
  • მისოს მიერ კონკრეტულ ივესტორებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან დასადები ან დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება;
  • მისოს სახელით გასაცემი ცნობების და თანხმობების შაბლონული ტექსტების შემუშავება და კონკრეტული დოკუმეტის შემოწმება;
  • მისოს სახელით (მათ შორის პრობლემური კლიენტების მიმართ) სასამართლოში სარჩელების აღძვრა და წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (სხდომებზე წარმომადგენლობა, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, ყველა ინსტანციის შესაგებლების, ყველა სახის საჩივრების, განცხადებების და შუამდგომლობების ფორმირება და წარდგენა სასამართლოში);
  • მისოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე მისოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (სხდომებზე წარმომადგენლობა, შეგებებული სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, ყველა ინსტანციის შესაგებლების, ყველა სახის საჩივრების, განცხადებების და შუამდგომლობების ფორმირება და წარდგენა სასამართლოში);
  • ვადაგადაცელებული ფულადი ვალდებულებების ამოღების მიზნით, წარმომადგენლობა ნოტარიუსებთან და  ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მიღება, დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამოღების მიზნით შსს მომსახურების სააგენტოში გირავნობის მოწმობების მიღება, ზემოაღნიშნული და სხვა სააღსრულებო დოკუმენტების საფუძველზე მისოს სასარგებლოდ საასრულებო წარმოების დაწყება და აღსულება, წარმომადგენლობა აღსრულების პროცეში სააღსრულებო ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან;
  • სამართლებრივი კუთხით მისოს წარმომადგენლობა ყველა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და ნოტარიუსებთან; ასევე მისოს წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, მათ შორის ქ. თბილისის მერიასთან და მის სამსახურებთან;
  • მისოს სამართლებრივი უზრუნველყოფა მის სასარგებლოდ იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დასაკუთრების  ან/და მისოს მფლობელობაში/საკუთრებაში გადმოცემული უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის პროცესში;
  • იპოთეკის ან გირავნობის საგნების სამართლებრივი მდგომარეობის ანალიზი (მათზე გაცემული სამართლებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების ან მათზე სხვადასხვა სახის უფლებების, შეზღუდვების, აკრძალვებისა და ვალდებულებების შესახებ დოკუმენტაციის შეფასება);
  • სამართლებრივი კუთხით მისოს წარმომადგებლონა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საზედამხედველო ორგანოებთან, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან;
  • საჭიროებისამებრ ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულენა ან სხვა უფლებამოსილებების შეთავსება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მინიმუმ ბაკალავრი);
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება საფინანსო ინსტიტუტში იურისტად მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის ფლობა და ინგლისურენოვან იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების (სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, პოლიტიკები, დებულებები ისნტრუქციები, ბრძანებები, ოქმები და სხვა) ფორმირების გამოცდილება;
  • სასამართლოში სარჩელის აღძვრის, სასამართლოში წარმომადგენლობის და სასამართლო სხდომებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა, სააღსრულებო წარმოების, სანოტარო მოქმედებებისა და სერვისების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე საჯარო რეესტრის და შსს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
  • უპირატესობად ჩაითვლება ადვოკატთა გამოცდის ჩაბარების დამადასურებელი (ან მასთან გათანაბრებული)  სერთიფიკატი სამოქალაო და ადმინისტრაციული სამართლის (ან საერთო) სპეციალიზაციით ან/და ადვოკატთა ასოციის წევრობა.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 14 სექტემბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან LinkedIn-ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge და  წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეთანხმებით



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდ...