თქვენს ბრაუზერს არ აქვს ჯავა-სკრიპტის მხარდაჭერა! გთხოვთ ჩართოთ

მაღაზიის მენეჯერი

მთავარი > მომსახურების სფერო

მაღაზიის მენეჯერი ში თბილისი

ნუტრიმაქსი" 2009 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფაა.

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია "Trouw Nutrition"-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროდუქცია იყოს მუდმივად უმაღლესი და სტაბილური ხარისხის და ასევე ნებისმიერი მსოფლიო ინოვაცია სწრაფად და ეფექტურად დავნერგოთ საქართველოს ბაზარზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. 

 


ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა - პროდუქტების მომხმარებლისთვის გაყიდვა;
** პროდუქციების მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების მენეჯერთან შეკვეთის გაკეთება;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების კოორდინირება-კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთებისა კონტროლი და სპეციალურ პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა;
** სავაჭრო ობიექტზე საქონლის გაყიდვების ორგანიზება და გაყიდვების მართვა;
** სასაქონლო მარაგების მაღაზიაში ეფექტურად წარმოჩენა, დაწყობა-დალაგება;
** მაღაზიაში ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი; 
** მუშებისთვის მითითებების მიცემა და მონიტორინგი.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია ვეტერინარიის ან ბიზნესის მიმართულების განხრით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა; 
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.


დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, "თეგეტა მოტორსთან";
სამუშაო დღეები: ყოველ დღე შაბათის გარდა, 09:30-18:00;
ხელფასი: 600 ლარი + გაყიდვებიდან გამომდინარე ბონუსები.


კონკურსის ეტაპები: საბუთების მიღება-შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება. 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".

600 ₾



ნუტრიმაქსი

"ნუტრიმაქსი" 2009 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა ...