თქვენს ბრაუზერს არ აქვს ჯავა-სკრიპტის მხარდაჭერა! გთხოვთ ჩართოთ

მთავარი ბუღალტერი

მთავარი > ბუღალტერია/ფინანსები

მთავარი ბუღალტერი ში თბილისი ახალი

შპს "ჯაბა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფა და წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერთიფიკატი);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების (სასურველია ორისი) საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება ფინანსურ სფეროში.


პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა.


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე info@jabacredit.ge არა უგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოსა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეთანხმებით



ჯაბა კრედიტი

მსგავსი განცხადებები

სტაჟირების პროგრამა ბიუჯეტირებისა და დაგეგმარების

  • ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
  • ვაკანსიები
  • თბილისი
  • 30/09/2018

შეთანხმებით

გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი

  • საკონსულტაციო კომპანია CDC
  • ვაკანსიები
  • თბილისი
  • 23/08/2018

შეთანხმებით