თქვენს ბრაუზერს არ აქვს ჯავა-სკრიპტის მხარდაჭერა! გთხოვთ ჩართოთ

სტაჟირების პროგრამა ბიუჯეტირებისა და დაგეგმარების

მთავარი > ბუღალტერია/ფინანსები

სტაჟირების პროგრამა ბიუჯეტირებისა და დაგეგმარების ში თბილისი

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს სტაჟირების პროგრამას ბიუჯეტირებისა და დაგეგმარების მიმართულებით თბილისის სათაო ოფისში.

 

HR გუნდი ეძებს მოტივირებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ბიუჯეტირებისა და დაგეგმარების მიმართულებით პრაქტიკის გასავლელად.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.  

სამუშაო საათები: 10:00- 19:00.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • HR დეპარტამენტში არსებული ფინანსური დაგეგმარების საკითხებში მონაწილეობის მიღება;
  • Personnel planning-ი;
  • სტატისტიკური ანგარიშის მომზადება;
  • სახელფასო კვლევებში მონაწილეობის მიღება;
  • ორგანიზაციულ სტრუქტურებთან მუშაობა;
  • სხვადასხვა ტიპის მცირე პროექტებში მონაწილეობა;
  • მცირე ტიპის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ფინანსების ან მათემატიკური მიმართულებით),
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office)
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (Intermediate დონეზე)
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • პუნქტუალური
  • მოწესრიგებული

 

სტაჟირება ითვალისწინებს ანაზღაურებად 3 თვიან პრაქტიკის პერიოდს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით და გამოგზავნოთ მისამართზე: nino.ianvarashvili@heidelbergcement.ge  არაუგვიანეს 2018 წლის 25 აგვისტოსი.

შეთანხმებით



ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოებაში, როგორც სამშენ...