თქვენს ბრაუზერს არ აქვს ჯავა-სკრიპტის მხარდაჭერა! გთხოვთ ჩართოთ

ქოლ ცენტრის ოპერატორი

მთავარი > მომსახურების სფერო

ქოლ ცენტრის ოპერატორი ში თბილისი

კომპანია „ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის  პოზიციაზე.

 

„ფოლადის სახლი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიენტების კმაყოფილება, საერთაშორისო პარტნიორების ნდობა,  ახალი პარტნიორების მოძიება და სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

 

ქოლ ცენტრის ოპერატორის  ძირითადი მოვალეობაა:

  • კომპანიაში შემოსული ზარების მიღება და დასმულ კითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა
  • პოტენციური კლიენტების საქმიანობის ანალიზი, მათთან სატელეფონო გასაუბრება და კომპანიის სერვისების შეთავაზება.
  • კომპანიაში არსებულ კლიენტთა ბაზასთან მუშაობა.
  • პოტენციურ კლიენტებთან უშალო კავშირის დამყარება, სატელეფონო დონეზე მოლაპარაკების წარმოება.
  • კომპანიით კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში გაყიდვების ოპერატორთან არსებული შეკვეთის გაძღოლა.
  • რეპორტების მომზადება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველების უნარი
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი
  • კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • კომუნიკაციის, დარწმუნების, მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კლიენტზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური და მოწესრიგებული
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი- სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ  05/053

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.

ხელფასი: 500 ლარი
 

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • სატელეფონო ლიმიტი

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კომპანია „ფოლადის სახლი”,  ქოლ ცენტრის ოპერატორი

500 ლარი



ფოლადის სახლი

„ფოლადის სახლი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიენტების კმაყოფილება, სა...